შეხვედრა გურიის მხარეში

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გურიის მხარეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ოზურგეთში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნეს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმის აქტუალურ საკითხებზეც მიიღეს.


შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule