სისტემური რეგისტრაცია 2024

სისტემური რეგისტრაცია 2024 მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - გულგულის, ვარდისუბნის, ვანთისა და აკურის საჯარო სკოლების მასწავლებლები, ასევე, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მასწავლებლებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე საკითხები გააცნეს, სისტემური რეგისტრაციის უპირატესობებისა და რეფორმაში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) მიწის ნაკვეთებს სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024. კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule