საჯარო გამოცხადება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში და დამალას ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, წალკის მუნიციპალიტეტის კიზილკილისა და ბურნაშეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის, ჩუნჩხასა და პტენას ადმინისტრაციულ ერთეულებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მაშავერას, გომარეთის, ქიზილკილის, დიდი დმანისის, განთიადისა და ოროზმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

21 ივნისიდან 21 ივლისის ჩათვლით სპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში და დამალას ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, წალკის მუნიციპალიტეტის კიზილკილისა და ბურნაშეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის, ჩუნჩხასა და პტენას ადმინისტრაციულ ერთეულებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მაშავერას, გომარეთის, ქიზილკილის, დიდი დმანისის, განთიადისა და ოროზმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

ასევე

ასპინძის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://aspindza.ge/

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://bolnisi.gov.ge/

წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://tsalka.gov.ge/

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://ninotsminda.gov.ge/

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://akhalkalaki.gov.ge/

დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.dmanisi.gov.ge/

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დაბა ასპინძაში და დამალას ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქვემო ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლებში

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, კიზილკილისა და ბურნაშეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლებში

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ვაჩიანის, ჩუნჩხასა და პტენას ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მაშავერას, გომარეთის, ქიზილკილის, დიდი დმანისის, განთიადისა და ოროზმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 21 ივნისიდან 21 ივლისის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.