სამუშაო შეხვედრა წალენჯიხაში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემურ რეგისტრაციას წარმატებით ახორციელებს.

საინფორმაციო შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თავჯდომარემ დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობები დეტალურად შეაჯამა და საამზომველო საქმიანობის მაღალი სტანდარტით შესრულებასა და აზომვით სამუშაოებში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 000 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 700 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთები იზომება უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით.

პროექტით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო, როგორც მიწის აზომვის ისე რეგისტრაციის პროცესი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024