მიწის სისტემური რეგისტრაცია

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა, მსოფლიო ბანკის მისის წევრებთან ერთად, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მსოფლიო ბანკის შეფასების მისია ეწვია. შეფასების მისიის ვიზიტის მიზანი "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის გაცნობა და შეფასება იყო. შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები, რეგისტრაციის პროგრამული უზრუნველყოფის განახლების, IT მიმართულებების ტექნიკურ-მატერიალური მხარდაჭერის და სხვა აქტივობების მიმდინარეობის პროცესები. მხარეებმა პროექტის მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრეს, როგორიცაა სისტემური რეგისტრაციის პროცესში, პირის იდენტიფიკაციის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, უძრავი ქონების ტრანზაქციებში გონიერი კონტრაქტების დანერგვა და სხვა ინიციატივები. მსოფლიო ბანკის შეფასების მისიის წარმომადგენლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე შეხვდა. "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორი მიმართულებით მიმდინარეობს: პირველი მიმართულება მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ითვალისწინებს, სადაც სარწყავი სისტემების მშენებლობა და აღდგენა მიმდინარეობს; ხოლო მეორე მიმართულების ფარგლებში საჯარო რეესტრის შესაძლებლობების ზრდა არის გათვალისწინებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კუთხით.