საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარისა და ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სიონის, თუშურებისა და არტანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაღრაანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბისხევის, წნორის, ქვემო მაჩხაანისა და ვაქირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმისა და პირველი ობჩას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინესა და მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩხუტელის ადმინისტრაციულ ერთეულში, გორის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრასა და დაბა მესტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხულოს მუნიციპალიტეტის ბეშუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

4 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით, დუშეთის, თიანეთის, ახმეტის, სიღნაღის, ბაღდათის, ჩხოროწყუს, ლენტეხის, ცაგერის, გორის, მესტიის, ხულოს მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://dusheti.gov.ge/ka

თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://tianeti.gov.ge/

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://akhmeta.gov.ge/

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://signagi.gov.ge/

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.baghdati.gov.ge/

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.chkhorotsku.gov.ge/

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://lentekhi.gov.ge/

ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://tsageri.gov.ge/

გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.gori.gov.ge/index.php?m=2

მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://mestia.gov.ge/

ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://khulo.gov.ge/khulos-shesakheb

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ასევე ლაფანაანთკარისა და ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სიონის, თუშურებისა და არტანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მაღრაანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე იუსტიციის სახლებში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ბოდბისხევის, წნორის, ქვემო მაჩხაანისა და ვაქირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დიმისა და პირველი ობჩას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ლესიჭინესა და მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, რცხმელურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე იუსტიციის სახლებში

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ჩხუტელის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე იუსტიციის სახლებში

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე იუსტიციის სახლებში

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ნაკრასა და დაბა მესტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ბეშუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე იუსტიციის სახლებში

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 4 ნოემბრიდან 4 იანვრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.