GIS-ის პროფესიული დღე

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ESRI-ის მსოფლიო რუკაზე პირველად აღინიშნა.

გეოინფორმაციული სისტემების (GIS) მომხმარებლების პროფესიული დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ სიტყვით მიმართა თანამშრომლებს და მოწვეულ სტუმრებს პროფესიული წრეებიდან, ისაუბრა გეოინფორმაციული მიმართულებით საქმიანობის მნიშვნელობაზე და გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, აღნიშნა რომ წლევანდელი ღონისძიებით (GIS Day) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ESRI-ის მსოფლიო რუკაზე პირველად აღინიშნა.

ღონისძიებაზე სააგენტოს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელებმა თემატური პრეზენტაციები წარადგინეს. გამომსვლელებმა დამსწრეებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი მონაცემების, დამისამართების, მსოფლიო ბანკის პროექტისა და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

სააგენტო საქართველოში გეოინფორმაციულ სფეროში მომუშავე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის წამყვან პოზიციას იკავებს. უწყების მიერ გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) სფეროში არაერთი ინოვაციური პროექტის განხორციელებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მონაცემების ყველაზე დიდ მწარმოებელ და მომხმარებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

გეოსივრცითი ანალიტიკის მსოფლიო ლიდერის „Esri-ის“ მიერ ინიცირებული გეოინფორმაციული სისტემების (GIS) მომხმარებლების პროფესიული დღე ყოველწლიური ღონისძიებაა და გეოგრაფიული მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ვიზუალიზაციის სამეცნიერო ჩარჩოს წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს გეოინფორმაციული სისტემების (GIS) მომხმარებლების პროფესიული დღის ღონისძიებაში ჩართული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.

სამეცნიერო წრეებიდან მოწვეულმა სტუმრებმა პოზიტიურად შეაფასეს გეოინფორმაციული მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შედეგები და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს