საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის, ზეინდარისა და გორას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვარციხესა და მეორე ობჩას ადმინისტრაციულ ერთეულებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჭოგნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სპათაგორისა და ალპანას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ითხვისის ადმინისტრაციულ ერთეულში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ღუღულებისა და ჟებოტას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ოჟიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში, ფასანაურის, ქვეშეთისა და მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ქობულეთის, ჩხოროწყუს, ვანის, ბაღდათის, თიანეთის, თერჯოლის, ცაგერის, ჭიათურის, თიანეთის, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

🌐მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://kobuleti.gov.ge/

ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://vani.gov.ge/

ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://tsageri.gov.ge/

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.chkhorotsku.gov.ge/

თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://tianeti.gov.ge/

დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://dusheti.gov.ge/ka

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://terjola.gov.ge/

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://chiatura.gov.ge/

ახმეტას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://akhmeta.gov.ge/

ბაღდათი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.baghdati.gov.ge/

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე იუსტიციის სახლებში;

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სპათაგორისა და ალპანას ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, იუსტიციის სახლებში;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ხაბუმეს ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში;

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ღუღულებისა და ჟებოტას ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, იუსტიციის სახლებში;

ბარდათის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ვარციხესა და მეორე ობჩას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ითხვისის ადმინისტრაციულ ერთეულში,ასევე იუსტიციის სახლებში.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ციხესულორის, ზეინდარისა და გორას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე იუსტიციის სახლებში.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში,ქალაქ დუშეთის ფასანაურის, ქვეშეთისა და მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, იუსტიციის სახლებში;

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ჭოგნარის ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე, იუსტიციის სახლებში;

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, კაბალის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში;

ახმეტას მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ოჟიოს ადმინისტრაციულ ერთეულში,. ასევე, იუსტიციის სახლებში;

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.