რეგისტრატორების მიღება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრატორების გადამზადებას და დასაქმებას აგრძელებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები რეფორმის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულ ახალ რეგისტრატორებს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი - ლაშა ექიზაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თანამშრომლებს პროექტის ეფექტიანად განხორციელებისთვის სარეგისტრაციო პროცესების მაღალი სტანდარტით შესრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რეგისტრატორების პროფესიულ გადამზადებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. შერჩეული კანდიდატები სამი თვის განმავლობაში გაივლიან როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების კურსს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. სააგენტომ რეფორმის ფარგლებში 142 რეგისტრატორი დაასაქმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემური წესით, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.