საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთას, ფუშრუკაულისა და ხიხაძირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცაგერის მუნიციპალიტეტის უსახელოსა და ორბელის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის, ხევსურთსოფელი, დაბა თიანეთისა და ახალსოფელის ადმინისტრაციულ ერთეულებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის, უკანაფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყარის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქალაქი თერჯოლისა და კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახმეტას მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქედას მუნიციპალიტეტის დოლოგანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, ხულოს, ამბროლაურის, ცაგერის, ჩხოროწყუს, თიანეთის, დუშეთის, თერჯოლის, ლაგოდეხის, ახმეტას და ქედას მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://khulo.gov.ge/

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://ambrolauri.gov.ge/

ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://tsageri.gov.ge/

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://www.chkhorotsku.gov.ge/

თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://tianeti.gov.ge/

დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://dusheti.gov.ge/ka

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://terjola.gov.ge/

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://lagodekhi.gov.ge/

ახმეტას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://akhmeta.gov.ge/

ქედას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

https://keda.gov.ge/

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სხალთას, ფუშრუკაულისა და ხიხაძირის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ველევის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, უსახელოსა და ორბელის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, იუსტიციის სახლებში;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ზუმის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში;
  • თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ნაქალაქარის, ხევსურთსოფელი, დაბა თიანეთისა და ახალსოფელის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყარის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქალაქ თერჯოლისა და კვახჭირის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, კაბალის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში;
  • ახმეტას მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქვემო ალვანის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში;
  • ქედას მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დოლოგანის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში.

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.