შეხვედრა თიანეთში

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში აზომვითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და მიწის სისტემური რეგისტრაციის აქტივობები დეტალურად გააცნო.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულები.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.