შეფასების ერთიანი სისტემა(CAF)

საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „შეფასების ერთიანი სისტემის“ (Common Assessment Framework (CAF)) დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი უწყებაა საქართველოში, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის თვითშეფასების მიზნით ხარისხის მართვის ევროპული მოდელის - CAF-ის 16 საათიან ტრენინგში ჩაერთო.

სააგენტომ ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებისგან.

პროექტის მიზანია საჯარო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობა, ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის სისტემატური და კომპლექსური თვითშეფასება, მიღებული შედეგების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავება.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ექსპერტების დახმარებით შეიმუშავეს სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად მომავალი რამდენიმე თვის მანძილზე წარიმართება შეფასების პროცესის მთლიანი ციკლი.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

„CAF“-ის სისტემა არის ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო სექტორს ეხმარება საქმიანობის შეფასებასა და ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფაში, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაში, მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნებით ხარჯების შემცირებაში, კრიზისული სიტუაციების მართვაში, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში, ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების/შესაძლებლობების გაზომვაში; ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომელთა მოტივაციის, კვალიფიკაციის, პროდუქტიულობის გაზრდაში, ორგანიზაციის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სახელმწიფო სერვისების მიწოდების კომპონენტით გათვალისწინებულ ოთხივე მიმართულების ერთიან მეთოდოლოგიურ მიდგომებს ნერგავს - სერვისების შექმნას, მათ მიწოდებას და ხარისხის უზრუნველყოფას.