ტურნირი მინი-ფეხბურთში

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მინი-ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა

ტურნირში სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ცენტრალური აპარატის გუნდები მონაწილეობდნენ.

მინი-ფეხბურთის ფინალში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს, რომლებმაც პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს. მესამე ადგილისთვის კი, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გუნდები იბრძოდნენ, სადაც სპს-ის გუნდმა გაიმარჯვა.

შიდა ტურნირის ჩემპიონები იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა დააჯილდოვა.

ფინალურ მატჩს მინი-ფეხბურთში იუსტიციის სამინისტროს ახლად შექმნილი მოტოციკლისტთა კლუბის “Just riders “ -ის წევრებიც ესწრებოდნენ.

იუსტიციის სამინისტროში შიდა სპორტულ ღონისძიებები სისტემატურად იმართება და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას