მიწის სისტემური რეგისტრაცია

მიწის სისტემური რეგისტრაცის 2022-2024

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავიტ დევიძე

https://georgiatoday.ge/systematic-land-registration-explained/

by GEORGIA TODAY

July 27, 2023

რას ნიშნავს ,,მიწის სისტემური რეგისტრაცია“


მიწის სისტემური რეგისტრაცია არისპროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო, საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით, ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას დაარეგისტრირებს საკუთრებას.

მიწის სისტემური რეგისტრაცია ყველა მოქალაქისთვის არისსრულიად უფასო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებად განისაზღვრა ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტი, სადაც სისტემური რეგისტრაცია აღნიშნულ არეალებზე დასრულდება 2024 წლისბოლომდე.

როგორ მიმდინარეობს ამ ეტაპზე რეფორმა?

მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით და მაღალი ტემპით მიმდინარეობს. სამუშაო დღისგანმავლობაში იზომება 2500-ამდემიწის ნაკვეთი დადაახლოებით იგივე რაოდენობა რეგისტრირდება. 2022 წლისპირველი იანვრიდან დღემდე აზომილია 400 000-ზემეტი მიწის ნაკვეთი, აქედან 310 000-ზემეტ ნაკვეთზე საკუთრების უფლება უკვერეგისტრირებულია. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საველე/საამზომველო სამუშაოები დასრულებულია: აბაშის, კასპის, სამტრედიის, სენაკისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ყველა მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება.

ვისთვის ხორციელდება რეფორმა? ვის შეუძლია ისარგებლოს რეფორმით?

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა. ისპირები, რომლებიც მიწის ნაკვეთებზე სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის არქონის თუ სხვამიზეზების გამო ვერირეგისტრირებდნენ საკუთრების უფლებას, შეძლებენ საცხოვრებელი ადგილის დატოვების გარეშე, უფასოდ, მარტივად, ფინანსური და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე გახდნენ მათმფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. მიწის ნაკვეთების აზომვა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მასში ცვლილება უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება.

რა რესურსით ახორციელებს საჯარო რეესტრი რეფორმას?

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლიდან ეტაპობრივად გადაამზადა და დაასაქმა ასეულობით თანამშრომელი. დღეს სამუშაოებში ჩართულია 660 სერტიფიცირებული ამზომველი და 262 რეგისტრატორი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია არისჩვენი ქვეყნისთვის საეტაპო და ფუნდამენტური მნიშვნელობის. რეგისტრირდება 1990-იან წლებში მოსახლეობისთვის არასრულყოფილი დოკუმენტებით გადაცემული მიწის ნაკვეთები, სწორდება 2000-იანწლებში არაზუსტი ხელსაწყოებით შექმნილი აზომვითი ნახაზები და „ვინც დაასწრებს“ პრინციპით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრები.

რეფორმის წარმატებას განაპირობებს სწორად დაგეგმილი პროცესი, საპილოტე არეალებზე წინასწარ ჩატარებული სამუშაოების დეტალური ანალიზი, ეტაპობრივად გაზრდილი მასშტაბები, გადამზადებული, სეტიფიცირებული და კვალიფიციური თანამშრომლები, შესაბამისი რაოდენობის მაღალი გამავლობის ავტომანქანები, უახლესი დაუმაღლესი სიზუსტის მქონე საამზომველო ხელსაწყოები.

განხორციელებულა თუ არა აქამდე ასეთი მასშტაბის რეფორმა, რომელიც მოაწესრიგებდა მიწის ბაზრის პრობლემებს?

საჯარო რეესტრს წლების მანძილზე უწევდა 1990-იანწლებში მიწების მოსახლეობისთვის გადაცემის პროცესში დაშვებულ სისტემურ ხარვეზებთან და 1999-2003 წლებში მოუმზადებლად დაპოლიტიკურ დღისწესრიგზე მორგებული, არსებითი დარღვევებით ჩატარებული ,,სისტემური რეგისტრაციის" შედეგებთან გამკლავება.

შედეგები იმდენად უხარისხო დაარაზუსტი იყო, რომსახელმწიფოს მხრიდან სამუშაოების გადაბარების მიზნით შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს ხელი არავინ არ მოაწერა. ამას დაემატა, ასევე, არჩევნებისთვის, 2012 წლის ზაფხულში, რამდენიმე დღეში, კომპიუტერული პროგრამით ვითომდა რეგისტრირებული 500 000-ამდე მიწის ნაკვეთი, რომლებიც სრულიად აცდენილი იყო რეალობას და მოსახლეობამ თავად გააუქმა წლების განმავლობაში.

სწორედ 1990-იანწლებში შეუვსებელმა დოკუმენტებმა, 1999-2003 წლებში ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარებულმა „სისტემურმა რეგისტრაციამ“, 2000-იან წლებში დასწრების პრინციპზე დამყარებულმა რეგისტრაციის წესმა, 2012 წლისზაფხულში უსაფუძვლოდ დაბეჭდილმა ნახევარ მილიონამდე ამონაწერმა, დააგროვა მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებს შორის ზედდებისა და გადაფარვის პრობლემები. მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში იზომება და რეგისტრირდება როგორც დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, ასევე ზუსტდება და სწორდება წარსულში რეგისტრირებული ნაკვეთების 60%-ისსაკადასტრო მონაცემები, საზღვრები.

წარსულის გამოცდილებიდან რა შეიცვალა დღეს მიმდინარე რეფორმის დროს?

საჯარო რეესტრის და იუსტიციის სისტემის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების შედეგია, რომ მიმდინარე რეფორმა მსოფლიოში საუკეთესო ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს, შექმნილია ელექტრონული ოქმის აპლიკაცია და ამზომველებს ველზე აქვთპლანშეტები. ამზომველები მოსახლეობას ადგილზევე აჩვენებენ ნაკვეთის ფორმას, ფართობს, მეზობელი მიწების განლაგებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მონაცემთა ბაზაში მესაკუთრის მიერმოწონებული აზომვითი ნახაზის ატვირთვა. ელექტრონულმა პროგრამებმა რეგისტრაციის დრო რამდენჯერმე შეამცირა. სულ 1 წლის წინ საჭირო იყო მიწის ნაკვეთის ჯერაზომვა, შემდეგ ოფისში სპეციალისტის მიერსაკადასტრო მონაცემების დამუშავება და აზომვითი ნახაზის მომზადება. თუ აღმოჩნდებოდა, რომ აგეგმილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს სხვანაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებთან ჰქონდა ზედდება, აუცილებელი იყოსაამზომველო სამუშაოების განმეორებით ჩატარება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ პირველად მოახერხა, რომ ჯერშექმნილიყო პროექტი, მომზადებულიყო როგორც ტექნიკური, ისე საკანონმდებლო ბაზა, გადამზადებულიყვნენ თანამშრომლები, გაანალიზებული ყოფილიყო ქვეყნის ყველა რეგიონში არსებული გამოწვევები და მხოლოდ შემდეგ დაწყებულიყო უშუალოდ საველე/საამზომველო სამუშაოები.

საჯარო რეესტრში 2 ათეული წლისგანმავლობაში იყო გამოკვეთილი მიწის სისტემური რეგისტრაციის საჭიროება, მაგრამ სამუშაოების დაწყება ვერხერხდებოდა. მხოლოდ 2022 წლისდასაწყისში, იუსტიციის მინისტრის, ბატონ რატიბრეგაძის ინიციატივითა დაძალისხმევით, საქართველოს პრემიერ მინისტრის მხარდაჭერით, მოხერხდა ამუმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ფინანსების საქართველოს ბიუჯეტიდან მობილიზება. პირველად მოხდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული წესით და ფორმით დაწყება დასამუშაოები პირველად არდაუკავშირდა არჩევნების საკითხსა და პოლიტიკურ დღისწესრიგს.

მოსახლეობის მაღალი აქტიურობა, საჯარო რეესტრის თანამშრომლების პროფესიონალიზმი დასაქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, მაღალი ხარისხის საამზომველო ხელსაწყოები და გამართული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები არისმთავარი საფუძველი, რომ 2024 წლის ბოლომდე, საქართველოში მდებარე ყველა მიწის ნაკვეთი იქნება აზომილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.

სისტემურ რეგისტრაციას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი აქვს. ის ხელს უწყობს მიწაზე საკუთრების უფლების დაცვას, მიწის ეფექტურად მართვას, სტაბილური, ჯანსაღი დასანდო სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, სოფლის მეურნეობის სექტორისა და აგრობიზნესის განვითარებას, მიწის მესაკუთრეს ეძლევა საშუალება მოიზიდოს ინვესტიციები, განავითაროს ინფრასტრუქტურა რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საფუძველია.

როგორც ვიცით, გარდა მიწის სისტემური რეგისტრაციისა, საჯარო რეესტრი, ასევე, ახორციელებს დამისამართების რეფორმა/პროექტსაც.

2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოს დასახლებული პუნქტების 70% მისამართის გარეშე იყო. არიყო დაზუსტებული დადადგენილი მუნიციპალური დასოფლის საზღვრები. ამგამოწვევის საპასუხო რეფორმა 2022 წელს დაიწყო და მისიდასრულების შემდეგ საქართველოს სამისამართო რეესტრი სრულყოფილი იქნება.

2023 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტს წარედგინება ყველა მუნიციპალიტეტის რუკა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, სადაც დეტალიზებული იქნება მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საზღვრები. საზღვრების დადგენის შემდეგ საჯარო რეესტრი მზად არის, დაიწყოს მისამართების ფორმირება, რაცგულისხმობს მუნიციპალიტეტებსა დასოფლებში ქუჩების ფორმირებასა და ნუმერაციას.

რეფორმის დაწყებიდან დღემდე დამუშავდა 60 მუნიციპალიტეტისა და 3 692 დასახლების საზღვრები, შეიქმნა შესაბამისი კარტოგრაფიული მონაცემები. 2 485 სოფელში, სადაც არასოდეს ყოფილა ქუჩები ფორმირებული, შეიქმნა 45 692 ქუჩის, შესახვევისა დაჩიხის ნახაზები.

მიმდინარე წლისსექტემბრის ჩათვლით ყველა მუნიციპალიტეტის ყველა ქუჩა გვექნება ფორმირებული. გამარტივდება მისამართის მიგნებადობა და ისსრულ თანხვედრაში იქნება დამისამართების საერთაშორისო სტანდარტებთან.

რეფორმის დასრულების შემდეგ საქართველოში გვექნება ნავიგაციის სრულყოფილი სისტემა, რომელზეც მოცემული იქნება გზათა ქსელი, უძრავი ქონება დამიწები შესაბამისი მისამართებით. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სახელმწიფო სერვისების, მათშორის, გადაუდებელი დახმარების

მიწოდებას