მემორანდუმი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქონებრივ საკითხთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციისა და საკადასტრო საქმიანობის მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში მონაწილე მხარეები ითანამშრომლებენ გამოცდილების გაზიარებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიმართულებით.

მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ - ვახტანგ ბოხაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქონებრივ საკითხთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა - მატინ ეინულაევმა მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს მონაწილე მხარეებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერვისების განვითარებას.