მსოფლიო გეოსივრცით ფორუმი

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო გეოსივრცით ფორუმზე მოხსენება წარადგინა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ქალაქ როტერდამში გაეროს სტატისტიკის სამსახურის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო გეოსივრცით ფორუმში მონაწილეობა მიიღო.

სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - მარი ხარძიანმა, გეოსივრცითი ცოდნის ინფრასტრუქტურის სამიტზე, ქვეყნისათვის სივრცითი ინფორმაციის მნიშვნელობაზე მოხსენება წარადგინა.

მსოფლიო გეოსივრცითი ფორუმი იმართება ყოველწლიურად გაეროს სტატისტიკის სამსახურისა (UNSD) და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ფორუმი მიზნად ისახავს გეოსივრცითი სფეროს გაძლიერებას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე და აერთიანებს 1500-ზე მეტ მონაწილეს მსოფლიო მასშტაბით. ფორუმში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები და სპეციალისტები გეოსივრცითი მიმართულებით.

მსოფლიო გეოსივრცით ფორუმში მონაწილეობდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები. ასევე, ღონისძიების დასკვნით ნაწილში დელეგაციის წევრებმა პანელურ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობა მიიღეს და კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს.