ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მთავარ გვერდზე

arrow_right

საჭირო ინფორმაცია

arrow_right

ხშირად დასმული კითხვები

search close_small
quiz

ხშირად დასმული კითხვები

რა არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება არის კანონმდებლობის საფუძველზე საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

რა სახის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა არის დაუშვებელი?

arrow_drop_down_circle

დაუშვებელია ისეთი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

რომელია ორგანო, რომელიც უფლებამოსილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციაზე?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. პარტიის რეგისტრაცია მოიცავს საგადასახადო რეგისტრაციასაც.

რას გულისხმობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია არის პარტიის შექმნის, მის წესდებაში და მოქალაქეთა პოლიტიკური გაწვდილების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციის პროცესში შესულ მონაცემების ცვლილების და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაწვდილების (პარტიების) რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

რა დოკუმენტების წარმოდგენაა აუცილებელი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციოდ?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:
  • განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
  • ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
  • პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით. აღნიშნული ინფორმაცია დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ისეთი ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ცხრილის სახით - xlsx, cvs, ან მსგავსი ფორმატი; კოდირება UTF8), რაც რეგისტრაციის სამსახურს მისცემს შესაბამისი მონაცემების ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავების შესაძლებლობას. ელექტრონული ფორმით შედგენილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ თანმიმდევრობით და სიზუსტით, როგორც ეს მითითებულია ქაღალდის მატარებელზე;
  • პარტიის წესდება;
  • ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
  • პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
  • ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება;
  • სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რამდენ ეგზემპლიარად უნდა იქნეს წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად.

რა ვადაში უნდა მოხდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციოდ დოკუმენტების წარდგენა საჯარო რეესტრში?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციოდ დოკუმენტაციის წარდგენა ხდება დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში.

რას უნდა შეიცავდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში უნდა აღინიშნოს:
  • სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება;
  • იურიდიული მისამართი;
  • საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები;
  • წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები;
  • წევრის უფლება-მოვალეობები;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა;
  • ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და წარმომადგენლობის ფარგლებში;
  • ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი;
  • წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და პირობები;
  • საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);
  • სიმბოლიკის აღწერილობა, თუ ასეთი გამოიყენება.
წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ეხება პარტიის საქმიანობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

რა დოკუმენტების წარდგენაა აუცილებელი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ცვლილებებით რეგისტრაციისათვის?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ცვლილებით რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტებია:
  • განცხადება პარტიის ცვლილებით რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
  • ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის ყრილობის ოქმი;
  • პარტიის წესდება ცვლილებებით (კონსოლიდირებული რედაქცია);
  • პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
  • პარტიის იურიდიული მისამართის ცვლილების შემთხვევაში - ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
  • პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის ცვლილების შემთხვევაში - ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთი გამოიყენება;
  • ცვლილების სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

რა ვადაში უნდა მოხდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ცვლილებებით რეგისტრაციისათვის დოკუმენტების წარდგენა საჯარო რეესტრში?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ცვლილებით რეგისტრაციისათვის დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ყრილობის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში.

რა მომენტიდან მოქმედებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში შეტანილი ცვლილება?

arrow_drop_down_circle

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ.

რა ვადაში უნდა მოხდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია?

arrow_drop_down_circle

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.