ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მთავარ გვერდზე

arrow_right

საჭირო ინფორმაცია

arrow_right

ხშირად დასმული კითხვები

search close_small
quiz

ხშირად დასმული კითხვები

რა მიიჩნევა ეკონომიკურ საქმიანობად და როდის არის საქმიანობის რეგისტრაცია სავალდებულო?

arrow_drop_down_circle

ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები. ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია არის ნებაყოფლობითი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა

რა სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა იყოს წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისათვის?

arrow_drop_down_circle

სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისათვის, სააგენტოში უნდა წარმოადგინოთ უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ და სათანადო წესით შევსებული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ინფორმაცია. ინფორმაციაში უნდა მიეთითოს სარეგისტრაციო საქმიანობის კონკრეტული სახე და სუბიექტის საქმიანობის ადგილის მისამართის შესახებ მონაცემები. გარდა ამისა, უნდა წარმოადგინოთ განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს).

რომელი სუბიექტების საქმიანობა რეგისტრირდება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში?

arrow_drop_down_circle

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირდება არა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირთა (ი/მ, შპს, სს, სპს, კს, რკ, ააიპ, რელიგიური ორგანიზაციები) ეკონომიკური საქმიანობები, არამედ სამოქალაქო ბრუნვაში გარკვეული სამართლებრივი ფორმით მონაწილე (მაგ.: გადასახადის გადამხდელები (ე. წ. ფიზიკური პირები), მიკრომეწარმეები, ამხანაგობები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვ.) ყველა პირის ეკონომიკური საქმიანობა. მათი იდენტიფიკაცია შესაძლებელი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელთა რეესტრში რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომრით, ეს შეიძლება იყოს პირადი 11-ნიშნა კოდი ან 9-ნიშნა კოდი.

რას ასახავს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან?

arrow_drop_down_circle

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

რა ვადით ითვლება საქმიანობათა სახეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებულად?

arrow_drop_down_circle

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ერთი წლით რეგისტრაციის მომენტიდან. ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში არ წარმოადგინა მოთხოვნა რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის, რა მოიაზრება სუბიექტის საქმიანობის ადგილის მისამართის შესახებ ინფორმაციაში?

arrow_drop_down_circle

ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), სადაც ხორციელდება საქმიანობის კონკრეტული სახე, შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე. იმ შემთხვევაში, თუ ერთი სუბიექტის მიერ ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა რამდენიმე საქმიანობის ადგილზე, განცხადებაში უნდა მიეთითოს თითოეული საქმიანობის სახე საქმიანობის ადგილის (მისამართი) მიხედვით. თუ სარეგისტრაციო განაცხადში არ არის მითითებული ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), სადაც ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის კონკრეტული სახე, მიიჩნევა, რომ განცხადებაში აღნიშნული საქმიანობის სახე ხორციელდება სუბიექტის იურიდიულ მისამართზე.

როგორ უნდა შევავსო საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი სარეგისტრაციო დოკუმენტი?

arrow_drop_down_circle

ინფორმაციაში უნდა მიეთითოს სარეგისტრაციო საქმიანობის კონკრეტული სახე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით მინიჭებული შესაბამისი ნომრის (სექციის, განყოფილების, ჯგუფის, კლასისა და ქვეკლასის ნომრის) აღნიშვნით და კონკრეტული საქმიანობის ადგილი (მისამართი).

შესაძლებელია თუ არა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული საქმიანობის სახის რეგისტრაციის გაუქმება?

arrow_drop_down_circle

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია გაუქმდება, თუ სუბიექტი მიმართავს სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ასევე გაუქმდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.