26 ივნისი 2025

საჯარო რეესტრმა ციფრული პროექტები გაეროს 2025 წლის საჯარო სერვისების ფორუმზე წარადგინა

news_image
news_image
news_image
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ციფრული პროექტები გაეროს 2025 წლის საჯარო სერვისების ფორუმზე წარადგინა. თემატურ სესიებში სამინისტროსა და მის ფარგლებში მოქმედ სააგენტოს წარმომანდგენლებთან ერთად საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე კუპრავა მონაწილეობდა.
 
სესიის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დანერგილ ელექტრონული ოქმის აპლიკაციას, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საამზომველო პროცესი.
 
საუბარი შეეხო სააგენტოს ინოვაციურ ციფრულ პროექტს - გონიერი კონტრაქტი - რომელიც მხარეებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად დადონ უძრავ ქონებაზე გარიგება, გადაიხადონ ნასყიდობის საფასური და დაირეგისტრირონ ქონება.
 
თემატური სესიის დასასრულს სააგენტოს წარმომადგენელმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებსა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ გატარებულ სიახლეებზე ისაუბრა.