მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის გუგუთის, ირგანჩაის, სარკინეთის, კარაბულახის, იფნარის, კამარლოს, დმანისის თემის, ამამლოსა და საკირეს ადმინისტრაციულ ერთეულებში, წალკას მუნიციპალიტეტის ნარდევანის, კუშის, ოზნისა და აიაზმას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხანჩალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
23 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტის გუგუთის, ირგანჩაის, სარკინეთის, კარაბულახის, იფნარის, კამარლოს, დმანისის თემის, ამამლოსა და საკირეს ადმინისტრაციულ ერთეულებში, წალკას მუნიციპალიტეტის ნარდევანის, კუშის, ოზნისა და აიაზმას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხანჩალის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, გუგუთის, ირგანჩაის, სარკინეთის, კარაბულახის, იფნარის, კამარლოს,
დმანისის თემის, ამამლოსა და საკირეს ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლებში
წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ნარდევანის, კუშის, ოზნისა და აიაზმას ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ტურცხის ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლებში
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ხანჩალის ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლებში
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 23 აგვისტოდან 23 სექტემბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.