ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ნიუ- იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN GGIM) მე-14 სესიაში მონაწილეობს.

search close_small

13 აგვისტო 2024

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ნიუ- იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN GGIM) მე-14 სესიაში მონაწილეობს.

news_image
news_image
news_image
 
საჯარო რეესტრი, როგორც გეოინფორმაციული სფეროს პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი უწყება ქვეყანაში გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN GGIM) წევრია.
მიმდინარე სესიებზე საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვა ქვეყნების კოლეგა ექსპერტებს/უწყებებს შეხვედროდა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის აქტუალური ასპექტები თუ თანამშრომლობის საკითხები განეხილა. ასევე, სააგენტოს წარმომადგენლებმა მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რისთვისაც მნიშვნელოვანია გეოსივრცითი მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა. სესიაზე მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს რეფორმის კიდევ უფრო წარმატებით განხორციელებას.
სესიაზე საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნების დელეგატებმა მიწის ეფექტური ადმინისტრირებისა და მართვის ინტეგრირებულ გეოსივრცულ ინფორმაციასა თუ გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის სტანდარტების დანერგვაზე იმსჯელეს.
გაეროს სესიაში მონაწილეობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია როგორც მსოფლიოში წამყვან დარგობრივ უწყებებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ასევე, ახალი პროექტების განსავითარებლად.
გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტი (UN-GGIM) არის გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) დამხმარე ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს გეოსივრცითი ინფორმაციისა და რესურსების კოორდინირებულად ხელმისაწვდომობას წევრი სახელმწიფოებისა და საზოგადოებისათვის. ამასთანავე, კომიტეტი უზრუნველყოფს კოორდინაციისა და დიალოგის პროცესს წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რათა ეფექტურად იქნეს მიღწეული გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნებზე.