ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

სამუშაო შეხვედრა ცაგერში

search close_small

16 ივლისი 2024

სამუშაო შეხვედრა ცაგერში

news_image

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ცაგერის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ელისო გელაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლები, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - მამუკა ხიმშიაშვილი და რევაზ ახვლედიანი, მერიის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 200 000 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 800 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

პროცესი სრულად ციფრულია, რაც საამზომველო საქმიანობაში პრაქტიკულად გამორიცხავს მიწის ნაკვეთების გადაფარვასა და ცდომილებას.

პროექტით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო - როგორც მიწის აზომვის, ისე რეგისტრაციის პროცესი.