8 ოქტომბერი 2026

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების საკითხებზე საჯარო რეესტრში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
სიახლის სურათი 4
სიახლის სურათი 5
სიახლის სურათი 6
სიახლის სურათი 7
სიახლის სურათი 8
სიახლის სურათი 9
სიახლის სურათი 10
სიახლის სურათი 11

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ელისო გელაშვილმა გახსნა და მონაწილეებს შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის“ პროექტის, მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესების და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის კომპონენტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“ (GRAIL) წარადგინა და მონაწილეებს მასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.

სააგენტოს წარმომადგენლებმა „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების, ეროვნული გეოპორტალის - NSDI.GOV.GE-სა და მეტამონაცემების რედაქტორის შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო მიმართულებებზე იმსჯელეს, რაც ხელს შეუწყობს უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის გაძლიერებას, სივრცითი მონაცემების მართვის პროცესების გაუმჯობესებასა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და უწყებათშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა სახის თემატური ღონისძიებების, მათ შორის, საჯარო ლექციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვას სამომავლოდაც გეგმავს.