6 ოქტომბერი 2026

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
სიახლის სურათი 4
სიახლის სურათი 5
სიახლის სურათი 6
სიახლის სურათი 7
სიახლის სურათი 8
სიახლის სურათი 9
სიახლის სურათი 10
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლებიც 3 თვის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას გაივლიან.
 
თამარ ზოდელავამ ახალგაზრდებს საჯარო რეესტრის სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მნიშვნელოვანი პროექტები და რეფორმები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
 
შეხვედრის ბოლოს თამარ ზოდელავამ სტაჟიორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განვითარებაში.
 
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები და იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, სადაც შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთვიანი პროგრამა გამოცხადდა.
 
2026 წელს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის 12 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში 293 ვაკანსია გამოცხადდა, რომლებზეც 6 639 განაცხადი შევიდა. კონკურსის შედეგად 189 სტაჟიორი შეირჩა.