29 ივნისი 2026

საჯარო რეესტრის პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი NSDI.GOV.GE - სივრცით მონაცემებზე წვდომა ერთიან ციფრულ პლატფორმაზე

სიახლის სურათი 0

სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციური გეოპორტალი NSDI.GOV.GE

 

გეოპორტალი თანამედროვე, მულტიფუნქციური პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს სივრცითი მონაცემების მოძიებას, დამუშავებასა და გაზიარებას. სისტემაში განხორციელებული ფუნქციური, სისტემური და ვიზუალური ცვლილებები ზრდის მონაცემებზე წვდომის სისწრაფეს, მართვის ეფექტიანობასა და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

 

გეოპორტალი NSDI.GOV.GE ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ციფრული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორის მიერ შექმნილ მონაცემებს და ხელს უწყობს ინფორმაციის ეფექტიან გაცვლასა და გამოყენებას.

 

ეროვნული გეოპორტალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://nsdi.gov.ge/ka