მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლების, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების საშუალებით 331 მომსახურებით ისარგებლონ.

321 მომსახურების მიღება მოქალაქეებს დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ დანერგილი ერთი ფანჯრის პრინციპის გამარტივებული მექანიზმი საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად არის აღიარებული.