3 ივნისი 2026

საჯარო რეესტრმა ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებული გამოცდილება ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ღონისძიების მონაწილეებს გაუზიარა

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებსა და მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ სერვისებს ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის „FIG-ის“ ყოველწლიური ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ.

თემატური სესიების ფარგლებში, საჯარო რეესტრმა  ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების პროცესი, პირველი მულტიფუნქციური ეროვნული გეოპორტალი NSDI.GOV.GE ,  ინოვაციური სერვისის - „გონიერი კონტრაქტის“ შესაძლებლობები  და მიწის ადმინისტრირების ქართული მოდელი კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა.

🔹სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ წლევანდელ ღონისძიებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ელისო გელაშვილი,  მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი  ელენე გრიგოლია , საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი  მარი ხარძიანი,  პროდუქტების მთავარი ოფიცერი  ნიკა ჯაშიაშვილი და უწყების სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური ასამბლეა და კონგრესი ამზომველთა და გეოსივრცითი სფეროს სპეციალისტების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც 70-ზე მეტი ქვეყნის 1200-ზე მეტ დელეგატს აერთიანებს. კონგრესი მოიცავს 70-ზე მეტ ტექნიკურ და პროფესიულ სესიას, ასევე სერვისებისა და ინოვაციების გამოფენას.

საჯარო რეესტრი 2022 წლიდან ფედერაციის წევრია და აქტიურად მონაწილეობს ყოველწლიურ ღონისძიებებში. აღნიშნული კონგრესი სააგენტოსთვის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა.