2 ივნისი 2026

საჯარო რეესტრმა ევროპის ბიზნესის რეესტრების (EBRA) მასშტაბურ კონფერენციაზე ინოვაციური მიდგომები წარადგინა

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კონფერენციის მონაწილეებს ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით დანერგილი სიახლეები, მომხმარებელზე ორიენტირებული თანამედროვე ბიზნესსერვისები და ინოვაციური მიდგომები გააცნო. საქართველო საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანაა, სადაც ბიზნესის რეგიატრაცია ერთი პროცედურით, იმავე დღეს არის შესაძლებელი.
 
საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ასოციაციის წევრების შეხვედრაზე თემატურ დისკუსიებში ჩაერთნენ, სადაც ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში მიმდინარე ტრანსფორმაციები, ციფრული სერვისები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.
 
მალტაში გამართულ წლევანდელ კონფერენციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე კუპრავა და მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის წევრია.
 
EBRA 40-ზე მეტი ქვეყნის ბიზნესის რეესტრს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანი წევრებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, აგრეთვე, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობაა.