1 ივნისი 2026

სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციური გეოპორტალი NSDI.GOV.GE განახლდა

სიახლის სურათი 0
 
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლებს ეროვნული გეოპორტალის - NSDI.GOV.GE-ის განახლებულ ვერსიას სთავაზობს.
 
გეოპორტალი თანამედროვე, მულტიფუნქციური პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს სივრცითი მონაცემების მოძიებას, დამუშავებასა და გაზიარებას. სისტემაში განხორციელებული ფუნქციური, სისტემური და ვიზუალური ცვლილებები ზრდის მონაცემებზე წვდომის სისწრაფეს, მართვის ეფექტიანობასა და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
 
ეროვნული გეოპორტალისა და მასთან დაკავშირებული ვებ-აპლიკაციების განახლების ფარგლებში ვებგვერდს დაემატა ახალი კომპონენტები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 10-ზე მეტი პარამეტრი:
 
  • დაინერგა მომხმარებელთა მართვის ახალი, მოქნილი სისტემა;
  • შეიქმნა დამატებითი საინფორმაციო სექციები;
  • ინტეგრირდა სტატისტიკის მოდული;
  • შეიქმნა მომხმარებლის პერსონალიზებული, ავტორიზებული სივრცე;
  • დაემატა რუკების გენერირებისა და ექსპორტის გაფართოებული ფუნქციონალი;
  • დაინერგა გრაფიკული ხაზვის თანამედროვე ინსტრუმენტები;
  • გეოპორტალზე ინტეგრირდა სხვადასხვა გეოსერვისი;
  • განახლდა სივრცითი მონაცემების ატვირთვის ფორმატი;
  • გაუმჯობესდა მეტამონაცემების მართვის სისტემა;
  • პლატფორმაში ინტეგრირდა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები;
  • ვებგვერდს დაემატა თარჯიმნის ფუნქცია;
 
გეოპორტალი NSDI.GOV.GE ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ციფრული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორის მიერ შექმნილ მონაცემებს და ხელს უწყობს ინფორმაციის ეფექტიან გაცვლასა და გამოყენებას.
 
ეროვნული გეოპორტალის განახლებული ვერსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://nsdi.gov.ge/ka/releases/19