იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და მსოფლიო ბანკის პროექტის მენეჯერი, ელენე გრიგოლია მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში მონაწილეობენ.
საერთაშორისო ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევითი ნაშრომი წარადგინა, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს ეხება.
კვლევითი ნაშრომი კონფერენციის მაღალკონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად გამოვლინდა და საორგანიზაციო კომიტეტის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მომსახურების სისტემების განვითარებაზე და სახელმწიფო სერვისებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე. სამინისტროს მონაწილეობა საერთაშორისო პლატფორმაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
კონფერენციას ესწრებოდა მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის“ პროექტის, მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესებისა და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია.