სააგენტოს შესახებ arrow_drop_down
საჭირო ინფორმაცია arrow_drop_down
საჯარო ინფორმაცია arrow_drop_down
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) რეფორმის კოორდინატორი, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან.
კოორდინაციის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებთან გაიმართა, სადაც რეფორმის ანგარიში და გეოპორტალთან NSDI.GOV.GE დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
გეოპორტალი ერთიანი საინფორმაციო სისტემაა, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებს აერთიანებს და მოქალაქეებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვას, ინვესტიციების მოძიებასა და კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფ რეაგირებას უმარტივებს.
მხარეებმა იმსჯელეს რეფორმაში ჩართული საჯარო დაწესებულებების ვალდებულებებზე, როგორც სივრცითი მონაცემების იდენტიფიკაციასა და ინვენტარიზაციაზე, ასევე მეტამონაცემების შექმნა-განახლებაზე, მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და გაზიარების პირობებზე.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებმა გეოპორტალზე მონაცემთა გამოქვეყნების პრაქტიკულ ეტაპებთან დაკავშირებით განმარტებები და რეკომენდაციები მიიღეს.
საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა კოლეგა უწყებასთან ერთად დეტალურად განიხილეს ეროვნული გეოპორტალთან დაკავშირებული აპლიკაციების ფუნქციონირების საკითხები, მონაცემთა გამოქვეყნების პროცესი, ხარისხის კონტროლის მექანიზმები და სხვა.