საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) კვირეულში მონაწილეობდა.
თემატურ სესიაზე ბიზნეს რეესტრის კიბერ უსაფრთხოების, კორპორაციული სამართლისა და ღია მონაცემების მიმართულებით არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრეს.
EBRA-ს კვირეული ქალაქ ბრიუსელში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ქრისტინე კუპრავამ და ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა ნინო მესხმა მიიღეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან არის ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) წევრი და აქტიურად მონაწილეობს ასოციაციის ღონისძიებებსა და ინიციატივებში.
EBRA-ს კვირეული წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ევროპის ბიზნესის რეესტრების ასოციაციის წევრი ქვეყნებისათვის, სადაც განიხილავენ თანამედროვე გამოწვევებს, მნიშვნელოვან ინიციატივებსა და ციფრული განვითარების შესაძლებლობებს.