ექსპერტთა ჯგუფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, მოადგილეებთან და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნაში მონაწილე დეპარტამენტის წამომადგენლებთან ერთად შეხვდა.
შეხვედრაზე სააგენტომ სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები, პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი -
NSDI.GOV.GE განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე შეფასების ანგარიში წარადგინა და სააგენტოს 2026 წლის გეგმებზე იმსჯელა.
მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ევროკავშირის სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE დირექტივა) ეროვნული გეოპორტალის თავსებადობა.
შეხვედრაზე ექსპერტთა ჯგუფმა წარადგინა NSDI ბიზნეს მოდელის პროექტი, რომელიც მონაცემების ღიაობასა და ე.წ. Open Data კონცეფციაზეა დაფუძნებული. აღნიშნული მოდელის საშუალებით ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად ექნება წვდომა სახელმწიფოს მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებზე.
ეროვნული სივრცითი მონაცემების საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება. მასში მონაწილეობენ ლუვენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დენი ვანდერბრუკე და გლენ ვანკაუვენბერგე, რომელიც NSDI ბიზნეს-მოდელის, მონაცემთა გაზიარების სტრატეგიისა და ლიცენზირების ჩარჩოს შემუშავებაზე მუშაობს.