28 ივლისი 2025

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების შექმნაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი მიიღო

news_image
news_image
news_image
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
 
დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაარსების 106 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართა. ჯილდო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, დავით დევიძეს გადაეცა.
 
დაჯილდოების ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სააგენტოს მნიშვნელოვან როლს სანდო და სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების შექმნისა და მონაცემთა ბაზების სრულყოფის მიმართულებით.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სტატისტიკას, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.