ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მთავარ გვერდზე

arrow_right

ისტორია

search close_small
history

ისტორია

2004 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიქმნა, რაც უძრავ ქონების ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეს, მიწის ადმინისტრირების ფუნქცია და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროების არქივები გადაეცა. თუმცა, მემკვიდრეობით ერგო პრობლემებიც. კერძოდ: უწყების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის არ არსებობდა გამართული ინფრასტრუქტურა, მოსაწესრიგებელი იყო საკანონმდებლო ბაზა, ორგანიზაცია მაღალკვალიფიციური, რეფორმებზე ორიენტირებული კადრების დეფიციტს განიცდიდა, რაც მომსახურების დაბალ კულტურას განაპირობებდა.

მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შესაქმნელად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ძირეული რეფორმები გაატარა. საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური მიმართულოებით გატარებული რეფორმების მთავარი მიზანი სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივება იყო.

წარმატებითგანხორციელებული რეფორმების კვალდაკვალ, რეფორმების ავანგარდში მყოფი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსფუნქციები თანდათან გაიზარდა.

  • 2005 წელს სააგენტოს მიენიჭა ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების (ყადაღა, აკრძალვა) რეგისტრაციის ფუნქცია

  • 2007 წელს სააგენტოს მიენიჭა ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის ფუნქცია

  • 2009 წელს სააგენტოს მიენიჭა მოძრავ და არამატერიალურ ქონებაზე უფლებების (გირავნობა, ლიზინგი) რეგისტრაციის ფუნქცია

  • 2010 წელს სააგენტოს მიენიჭა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის უფლებამოსილება

  • 2011 წელს სააგენტოს მიენიჭა გეოდეზიის, კარტოგრაფიის და სამისამართო რეესტრის წარმოების ფუნქციები

  • 2012 წელს სააგენტოს მიენიჭა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის უფლებამოსილება

  • 2013 წელს სააგენტოს დაევალა ქვეყანაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციისა და მის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა

  • 2014 წელს სააგენტოს გადმოეცა მუნიციპალიტეტების რეგისტრაციის ფუნქცია

  • 2016 წელს სააგენტოს მიენიჭა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისათვის ან სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოების უფლებამოსილება

  • 2016 წელს სააგენტოს მიენიჭა ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციის უფლებამოსილება

 

history

ყოფილი თავმჯდომარეები

horizontal_rule

ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე

date_range

19.11.2021 - 26.09.2022

horizontal_rule

ნათია ჩირიკაშვილი

date_range

01.01.2020 - 21.07.2021

horizontal_rule

ივანე ცარციძე

date_range

29.01.2019 - 01.01.2020

horizontal_rule

პაპუნა უგრეხელიძე

date_range

01.07.2014-27.03.2018

horizontal_rule

ეკატერინე კერესელიძე

date_range

06.07.2013-25.11.2013

horizontal_rule

სერგო წიქარიშვილი

date_range

20.01.2009-19.11.2012

horizontal_rule

ჯამბულ ებანოიძე

date_range

14.06.2006 - 20.01.2009

horizontal_rule

დავით ეგიაშვილი

date_range

21.07.2004 - 12.06.2006