საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ჩვენ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს 331 მომსახურებას ვთავაზობთ იუსტიციის სახლების, საზოგადოებრივი ცენტრების, ჩვენი ტერიტორიული ფილიალებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით.
ჩვენი ძირითადი საქმიანობაა:
უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაცია
საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია
მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებების რეგისტრაცია
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაცია
პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაცია
ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაცია
გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება
უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა
სიახლეებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიდგომებით ჩვენ ვქმნით საზოგადოების მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და მომსახურების სახეებს.
ჩვენი საქმიანობის ვექტორია უახლესი და მაღალტექნოლოგიური სისტემების დანერგვის გზით, სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, შესაბამისი რეესტრების წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
ჩვენთან 2100-მდე თანამშრომელია დასაქმებული. თანამშრომელთა ერთსულოვანი შეთანხმებითა და აზრთა გაზიარებით, ჩვენი საერთო ფასეულობები და ღირებულებებია: სამართლიანობა, თანასწორობა, გამჭვირვალობა, პროაქტიულობა, ეფექტიანობა და ეფექტურობა