2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომელიც შენობა-ნაგებობისა და მისი შიდა აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესს განსაზღვრავს.
საამზომველო სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია შენობა ნაგებობის შიდა აზომვითი სამუშაო საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განახორციელოს.
მთავრობის დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი:
შიდა აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირის ვალდებულება;
შიდა აზომვითი ნახაზის შედგენის ზოგადი ტექნიკური პირობები;
ნახაზის ფორმა;
ნახაზის ქაღალდისა და ციფრული ვერსიის შესაბამისობის საკითხი;
ქაღალდისა და ციფრული ვერსიების შესრულების დეტალური ინსტრუქციები.
დადგენილება ხელმისაწვდომია საკანონმდებლო მაცნეს შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6284024?publication=0