Main page

arrow_right

News

arrow_right

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კალათბურთისა და ბოჩას შიდა ჩემპიონატების გამარჯვებულია

search close_small

11 October 2024

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კალათბურთისა და ბოჩას შიდა ჩემპიონატების გამარჯვებულია

news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში კალათბურთისა და ბოჩას შიდა ჩემპიონატები ჩატარდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და სპორტის ორივე მიმართულებაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ტურნირში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების გუნდები მონაწილეობდნენ. კალათბურთის 3X3 ჩემპიონატზე 12 გუნდს შორის გამარჯვება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და საჯარო რეესტრმა გაინაწილეს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და სამინისტროს სსიპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტული შეჯიბრის მონაწილე გუნდებს იუსტიციის სამინისტროს მოტოციკლისტთა კლუბის “Just Riders“ წევრებიც გულშემატკივრობდნენ.
ღონისძიების დასასრულს თამარ ტყეშელაშვილმა გუნდებს გამარჯვება მიულოცა და საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.
შიდა ჩემპიონატი კალათბურთსა და ბოჩაში იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ტარდება. მსგავსი ტიპის სპორტული აქტივობები სამინისტროს სისტემაში მომუშავე თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება.