Phone
consultation hotline
პროექტი: „ მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“

განხორციელების პერიოდი/კონტრიბუციის N: ივლისი, 2015 - დეკემბერი, 2018 (55030068)

თანამშრომლობის სფერო: დემოკრატიული მმართველობა

განმახორციელებელი: Lantmateriet და NAPR

ბიუჯეტი: 35 000 000 შვედური კრონი (SEK)

პროექტი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და Lantmateriet-ს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაგრძელებას და მიზნად ისახავს NAPR-ის ორგანიზაციულ განვითარებას უძრავ ქონებაზე სანდო ინფორმაციისა  და ერთიანი სტრატეგიული პრინციპებისა და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი, ეფექტური, გამჭვირვალე და რენტაბელური სერვისების უზრუნველყოფის მიზნით.

პროექტი ხელს შეუწყობს:

  1. მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობის გაზრდას საქართველოში საჯარო ადმინისტრირების გაძლიერების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მიწასა და უძრავ ქონებაზე ინფორმაციისა და შესაბამისი  სერვისების  სანდოობასა და ხელმისაწვდომობას.
  2. მიწისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების საფუძველს და განაპირობებს დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას სიღარიბის შემცირებისა და ყველასთვის თანაბარი უფლებებისა და პირობების შექმნის გზით.
  3. ევროკავშირის დირექტივის INSPIRE განხორციელებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი კომპონენტების ფარგლებში: მიწისა და უძრავი ქონების მართვა; მონაცემთა გაზიარება და NSDI-ის შექმნა; გეოდეზია, კარტოგრაფია და დამისამართება; ინფორმაციის ხარისხი, სტატისტიკა და მასობრივი შეფასება; IT-განვითარება; სამისამართო სისტემის მოდელის განხორციელება სოფლად; მონაცემთა დამუშავება და ელექტრონული არქივირება.