Phone
consultation hotline
სტიქიით დაზარალებულთა დახმარება

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტი და თანამშრომლები სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და სვანიძის ქუჩის გაწმენდით სამუშაოებში, წითელი ჯვრისა და გაეროს უმაღლესი ლტოლვილთა კომისარიატის ჰუმანიტარული ტვირთვის გადმოტვირთვა-გადანაწილებასა და დაკარგული გოგონას - ივლიტა ჯიბუტის ძებნის ღონისძიებებში. სამაშველო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული სააგენტოს მენეჯმენტი.

„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიისგან გამოწვეულ შედეგებზე დროული რეაგირება და ერთად დგომა, რათა ქალაქი რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მწუხარებას გამოთქვამთ მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ იმ ადამიანთა ოჯახებს, რომლებიც თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ იმსხვერპლა“, -აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელი, საკვები, ჰიგიენის საშუალებები თუ სხვა საჭირო ნივთები შეაგროვეს და ახალდაბის მოსახლეობას მიაწოდეს. შეგროვილი ფულადი თანხით კი სამუშაო ინვენტარი და გენერატორი შეუძინეს, რომელიც მათ კომუნიკაციების აღდგენამდე ელექტროენერგიით მოამარაგებს.

სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს ყველა სსიპ.