Phone
consultation hotline
აუტიზმის გასაღები სიყვარულია

2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური ქსელებით ვიდეო მიმართვა გაავრცელეს და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისადმი თანადგომა გამოხატეს.

როგორც საჯარო რეესტრში აცხადებენ, სააგენტოს სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძებები სხვადასხვა მიმართულებებითაა გამოხატული და მათ სისტემატური ხასიათი აქვთ. აუტიზმის მქონე ბავშვების თანადგომაც სააგენტოს სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

„გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ აუტიზმის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში. გვახსოვდეს, აუტიზმის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ“. -ნათქვამია საჯარო რეესტრის თანამშრომლების ვიდეომიმართვაში.