Phone
consultation hotline
WB-მსოფლიო ბანკი - „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი

(მარტი, 2015 წ. – ივლისი, 2019 წ.)

პროექტის მიზანი: მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა

პროექტის ბიუჯეტი:  2.4 მილიონი აშშ დოლარი

პროექტის საქმიანობა:

  • მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს. 

    პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ 12 არეალში, რომლებიც შეირჩა სარეგისტრაციო პრაქტიკისა და გეოგრაფიული სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში, სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა და გასწორდება საკადასტრო მონაცემები. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებებს მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ. 

    პროექტის განხორციელება დიდმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიწის ბაზრის განვითარებას საპილოტო არეალებზე, ასევე საკუთრების უფლების განმტკიცებას. პროექტის დასასრულს, შემუშავდება მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავს სისტემური რეგისტრაციის განხორციელების მეთოდოლოგიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

    საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომელიც 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.