Phone
consultation hotline
ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსა (STATENS KARTVERK) და საჯარო რეესტრის პროექტი: “რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო”

(ნოემბერი, 2014 წ. - მარტი, 2018 წ).

პროექტის მიზანი: საქართველოს  აეროგადაღება, ორთოფოტო რუკების შექმნა და გეოგრაფიულ ინფორმაციაზე – ახალ რუკებზე წვდომის უზრუნველყოფა საკუთრების უფლებების უსაფრთხოების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვისთვის.  

პროექტის ბიუჯეტი: 14 560 000 ნორვეგიული კრონი (NOK), აქედან 12 000 000  ნორვეგიული კრონი (NOK)- ნორვეგიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტი, 2 560 000  ნორვეგიული კრონი (NOK) - საჯარო რეესტრის კონტრიბუცია.

პროექტის საქმიანობა:

  • საქართველოს ტერიტორიის დაფარვა 20 სმ-იანი რეზოლუციის აეროგადაღებით (აეროგადაღება განხორციელდება სამ ბლოკად) და 20-სმიანი გამოსახულებებიდან დედამიწის ზედაპირის ციფრული მოდელის შექმნა
  • ორთოფოტოების შექმნა/დამუშავება (რომელიც გამოყენებული იქნება 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად) და კონტურული ხაზების შექმნა
  • ხუთი ფოტოგრამეტრიული სამუშაო სადგურის შეძენა პროგრამული უზრუნველყოფით (ასევე ლიდარის მონაცემების დამუშავებისთვის) და ტრენინგი ხარისხის კონტროლის განსახორციელებლად და მონაცემთა წარმოებისათვის
  • ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება ტოპოგრაფიული მონაცემებისთვის
  • საჯარო რეესტრის თანამშრომელთა ტრენინგის მიზნით საპილოტედ შერჩეული 1000 კვ.მ ურბანული ტერიტორიის ლიდარით სკანირება და ლიდარული მონაცემების დასამუშავებლად პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა
  • საზოგადოებისთვის ახალ რუკებზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით ინტერნეტზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შემუშავება და დანერგვა მონაცემთა გაზიარებისა და გავრცელებისთვის
  • საზოგადოების ინფორმირების კამპანია ახალ რუკებზე საჯარო წვდომასა და მათ ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებით