ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
თბილისი მარათონი

IMG_8365საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ,,თბილისი მარათონში" მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება, რომელიც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება, ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს: მარათონზე დარეგისტრირებული თითოეული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე ხდება. რეგისტრაციის თანხა - 10 ლარი "ჰაიდელბერგცემენტის" მიერ გაორმაგებული ოდენობით ბედიანში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მშენებლობას მოხმარდება.

ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 50-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა, რომლებმაც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 21 კმ. გაირბინეს. საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება.

პროექტის ინიციატორი "ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსია".