Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის თანამშრომლები მოხუცებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ

image-92d1eb57133413688066dfc6c58e04f85aff81910a2ee838d24a94eb48735668-V

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები საერთაშორისო ფონდ „სათნოება სათნოთათვის - სიკეთის ლამპარს“ ესტუმრნენ, სადაც მარტოხელა მოხუცთა თავშესაფარია განთავსებული.

თანამშრომლებმა მათ საჩუქრად  საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, წიგნები და სხვა საჭირო ნივთები გადასცეს.

ამ დროისთვის თავშესაფარში 30-მდე მოხუცი ცხოვრობს.

სააგენტოს თანამშრომლები, საჯარო რეესტრის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის „ჩვენ ვზრუნავთ...“ ფარგლებში, მსგავსი აქციების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავენ.