Phone
ხშირად დასმული კითხვები

 გირავნობა/ლიზინგის უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია თუ არა ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში?

მოძრავ ნივთებსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო, მცურავი და საფრენი საშუალებებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებისა) გირავნობა/ლიზინგის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში. 

 რის საფუძველზე წარმოებს გირავნობა/ლიზინგის უფლების რეგისტრაცია?

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში მოძრავ ნივთებსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო, მცურავი და საფრენი საშუალებებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებისა) გირავნობა/ლიზინგის უფლების რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ან შეტყობინების (განცხადება/ინფორმაცია) საფუძველზე. 

 თუ გირავნობა/ლიზინგის უფლების რეგისტრაცია წარმოებს შეტყობინების საფუძველზე, ვალდებულია თუ არა დაინტერესებული პირი შეატყობინოს მეორე მხარეს რეგისტრაციის შესახებ?

შეტყობინების საფუძველზე გირავნობა/ლიზინგის უფლების წარმოშობის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების ან რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმომდგენი დაინტერესებული პირი (კრედიტორი ან მოვალე) ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს. 

 არის თუ არა საჯარო რეესტრი პასუხისმგებელი წარმოდგენილი შეტყობინების და მონაცემების ნამდვილობაზე?

საჯარო რეესტრი პასუხს არ აგებს მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი შეტყობინების და მონაცემების ნამდვილობაზე. 

 რა შემთხვევაში მზადდება ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან?

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მხოლოდ ამონაწერის მომზადების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში. 

 რას ასახავს ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან?

ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობის/ლიზინგის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ მონაცემებს. 

 რომელი მონაცემის საფუძველზე მზადდება ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან?

ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება ერთი სარეგისტრაციო სუბიექტის - მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების საფუძველზე. ამონაწერის მომზადება გირავნობის ობიექტის საფუძველზე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებულია იდენტიფიცირებადი მოძრავი ნივთი (ამ შემთხვევაში ამონაწერი მზადდება ნივთის სერიული ნომრის მიხედვით).