Phone
ხშირად დასმული კითხვები

 რა შემთხვევაში ხორციელდება საჯარო რეესტრში ბინისთვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება? 

საჯარო რეესტრში ბინისთვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: არ არსებობს ნუმერაცია; არსებული ნუმერაცია არალოგიკური ან არასწორია და ასევე, როდესაც დუბლირებულია მისამართები/ნომრები. 

 რა დოკუმენტების წარმოდგენაა აუცილებელი საჯარო რეესტრში ბინისთვის ნომრის მინიჭებისთვის/ნომრის ცვლილებისთბის? 

ბინისთვის ნომრის მინიჭების/ნომრის ცვლილებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება განცხადებას, იგი ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ. 

 რას გულისხმობს მისამართის დაზუსტება?  

მისამართის დაზუსტება გულისხმობს უძრავი ნივთის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული არასრული/არასწორი მისამართის არსებობის  შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიერ დამისამართების მონაცემების საფუძველზე გეოგრაფიული ობიექტისათვის, მისი კომპლექსისა და ნაწილებისათვის ახალი მისამართის მინიჭებას. 

 რა  შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს მისამართის დაზუსტება? 

მისამართის დაზუსტება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში  არასრულად ან არასწორად არის მითითებული მისამართი.  

 რა დოკუმენტების წარმოდგენაა აუცილებელი საჯარო რეესტრში მისამართის დაზუსტებისთვის? 

მისამართის დაზუსტებისთვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება განცხადებას, იგი ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ. 

 რა შემთხვევაში ხორციელდება საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის  ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება? 

საჯარო რეესტრში შენობა–ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის  ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: არ არსებობს ნუმერაცია; არსებული ნუმერაცია არალოგიკური ან არასწორია და ასევე, როდესაც დუბლირებულია მისამართები/ნომრები. 

 იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა,  შესაძლებელია თუ არა საჯარო რეესტრში განხორციელდეს შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის  ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება? 

იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, შენობა–ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის  ნომრის მინიჭების/ნომრის ცვლილებისათვის აუცილებელია ჯერ განხორციელდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. 

 შესაძლებელია თუ არა საჯარო რეესტრის ინიციატივით განხორციელდეს სისტემური ნუმერაცია? 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  ინიციატივით, დასაშვებია ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), გზატკეცილების, ხეივნების, სანაპიროების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების მიმდებარედ არსებული შენობა–ნაგებობებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების,  ბინების და სხვა ფართების სისტემური დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.