Phone
ხშირად დასმული კითხვები

  რა არის მუნიციპალიტეტების რეესტრი?

მუნიციპალიტეტების რეესტრი წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მონაცემთა სისტემურ ერთობლიობას. 

  რომელი ორგანოა უფლებამოსი აწარმოოს მუნიციპალიტეტების რეესტრი?

მუნიციპალიტეტების რეესტრს, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა” და “მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 09 აგვისტოს № 36 ბრძანების  შესაბამისად, აწარმოებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.  

  რა მონაცემები აისახება მუნიციპალიტეტების რეესტრი?

მუნიციპალიტეტების რეესტრში აისახება შემდეგი მონაცემები:

ა) მუნიციპალიტეტის დასახელება

ბ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით)

გ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება

დ) მუნიციპალიტეტის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო ნომერი

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა

  არის თუ არა საჯარო მუნიციპალიტეტების რეესტრი?

მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. საჯაროა ასევე მონაცემთა ასახვის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა).

  რის საფუძველზე ახორციელბს საჯარო რეესტრი მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემების ასახვას?

მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემების ასახვას საჯარო რეესტრი ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის  განცხადების საფუძველზე, რომელიც  უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს რაც “მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 09 აგვისტოს № 36 ბრძანების  მე-3 მუხლით  აისახება მუნიციპალიტეტების რეესტრში.

  რის საფუძველზე ახორციელბს საჯარო რეესტრი მუნიციპალიტეტების მონაცემების ცვლილებას?

მუნიციპალიტეტის დასახელების, თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების სახელწოდების, თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის, მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო ნომრისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შემთხვევაში, რეესტრში ცვლილებას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 რა ვადაში უნდა წარეგდინოს საჯარო რეესტრს ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მონაცემების ცვლილების შესახე?

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მონაცემების ცვლილების თაობაზე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ ცვლილების საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში.

 რა ვადაში უზრუნველყოფს საჯარო რეესტრი მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემების ასახვას?

საჯარო რეესტრი მუნიციპალიტეტების მონაცემთა ასახვას უზრუნველყოფს წერილობითი განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენიდან  7 დღის ვადაში საფასურის გარეშე.

  უნდა გამოქვეყნდეს თუ არა მუნიციპალიტეტების რეესტრი მასში შეტანილი ყოველი ცვლილების შემდეგ?

მუნიციპალიტეტების რეესტრი განახლებული სახით უნდა გამოქვეყნდეს  მუნიციპალიტეტის მონაცემის ნებისმიერი ცვლილების ასახვის დღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

  რის საფუძველზე მზადდება ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან და რა მომაცემებს ასახავს იგი?

ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან მზადდება მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცული ინფორმაციის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ძალაში მყოფ შემდეგ მონაცემებს:

ა) ამონაწერის გამცემი ორგანოს სრული დასახელება

ბ) ამონაწერის გაცემის თარიღი

გ) მუნიციპალიტეტის დასახელება, მისი სამართლებრივი ფორმის მითითებით

დ) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი

ე) საიდენტიფიკაციო ნომერი

ვ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები

ზ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

თუ ზემოთაღნიშნული რომელიმე მონაცემი არ არის დაცული მუნიციპალიტეტების რეესტრში, ამონაწერში მიეთითება აღნიშნულის შესახებ.

  ვისზე გაიცემა ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან?

ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე.