ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მუნიციპალიტეტების რეესტრი

2014 წელს ამოქმედებული თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია - მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება დაევალა, რომელსაც მანამდე იუსტიციის სამინისტრო აწარმოებდა.

აღნიშნული ცვლილების მიზანი ქვეყანაში არსებული ყველა რეესტრის ერთ ორგანოში თავმოყრა, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და  მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემთა  სრულყოფა იყო.

მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცული მონაცემები,  სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

მთავრობის მიერ განსაზღვრული წესისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დადგინდება მათი ადმინისტრაციული საზღვრები, რომელიც  თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, სააგენტოს  მუნიციპალიტეტების რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარედგინება.

ახალი რეგულირება ეფექტურ სახელმწიფო მექანიზმს ქმნის მუნიციპალიტეტებს შორის საზღვრებთან დაკავშირებული  დავების მოსაგვარებლად.

ახალი ფუნქციის სააგენტოში გადმოტანა მომსახურების მიღებას მნიშვნელოვნად უმარტივებს თავად მუნიციპალიტეტებსაც: მათ საშუალება აქვთ დოკუმენტების ჩაბარებისა თუ ამონაწერის მიღების მიზნით,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს, იუსტიციის სახლებსა და ავტორიზებულ პირებს მიმართონ. სააგენტო მუნიციპალიტეტების შესახებ მონაცემთა აღნუსხვას ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ცენტრალიზებულად განახორციელებს. აღნიშნული მომსახურების მიღება მათ საფასურის გარეშე შეუძლიათ.

ერთიანი სრულყოფილი რეესტრის შექმნა და საზღვრების დადგენა, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მმართველობითი ფუნქციის ეფექტურად განხორციელებას. 

სააგენტოს ვებგვერდზე უკვე განთავსებულია მონაცემები თითოეული მუნიციპალიტეტის შესახებ. საჭიროა, რომ მუნიციპალიტეტებმა ეს მონაცემები რეალურ სურათს შეადარონ და ნებისმიერი არასრული ინფორმაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობონ.