Phone
რა ზომებს მიმართავს პირი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში?

საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამარლოში.

საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება პირდაპირ გასაჩივრდეს სასამართლოში იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.